რობერტ სტურუა: ჩვენ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - წყენა და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე ისე გაგამწარებს, რომ მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყრუმოჭრილ მონად იქცევი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
409 04 თებერვალი 2025, 12:05

ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს „რესენტიმენტი“ ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყრუმოჭრილ მონად იქცევი, - წერს რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

„მონური სენი!...

ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი(Ressentiment - ინგლ. “წყენას” ნიშნავს).

და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს „რესენტიმენტი“ ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყრუმოჭრილ მონად იქცევი !

ფრიდრიხ ნიცშემ, ვინც ეს ტერმინი შემოიღო, ამ დაავადებას „მონების მორალი” უწოდა!

„დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავის უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!”

ამა ქვეყნის კანონები უსამართლოდ მიაჩნია - მხოლოდ მისმა სიმწრისგან გაღარიბებულმა გონებამ იცის თუ რა კანონებია სამართლიანი - და ბრძოლის შედეგად თავად შეცვლის ამ დამყაყებულ სინამდვილეს!

გაგეცინება, როცა მიხვდები, რომ სწორედ ნიჭის სიღარიბეს გამო უფალს, ბედისწერას აბრალებს თავის უბედურებას და თავდავიწყებით ებრძვის მათ!

დღეს კი მშობლები შეიძულა, რათა მათ ჭიან გენეტიკის მსხვერპლათ თვლის საკუთარ თავის სულიერ სიღარიბეს!

და არ არი გასაკვირი, ყველა რომ სძულს! და სწორედ ამიტომ - მთელ სამყაროს მთელი თავისი ველური ინსტიქტებით ებრძვის და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობს და სპობს კიდევაც!

რატომ???

რატომ?

რატომ აბრალებს „უნიჭო მონა” თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს! ჩვენ რა დავუშავეთ? მაგრამ „ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი” გულმოდგინედ კარნახობს - „მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო”…

ის, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია! და, რასაც, სამწუხაროდ, ვერასდროს იხილავს!“, - წერს რეჟისორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი