დავით ქართველიშვილი: ომის დაწყების დღიდან, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 175 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროკავშირიდან - 118 მილიარდი ევრო. კითხვა - რამდენი შეიჭამა გამოყოფილი თანხებიდან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 04 თებერვალი 2025, 12:29

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი, ერთგვარი ამოცანის პირობის სახით, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე წერს და სვამს კითხვას - რამდენი „შეიჭამა“ გამოყოფილი თანხიდან.

„შაბათობით სოფელში ვმეცადინეობ გოგოშკებთან. "საშინელ" (საშინაო) დავალებებს ვაკეთებთ. ძალიან ვხალისობთ. განსაკუთრებით მათემატიკაში. ჯერ პატარები არიან, თორემ აი, ასეთ გამოცანას შევიყვანდი სახელმძღვანელოში:
„უკრაინამ ომის დაწყების დღიდან ამერიკიდან მიიღო 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. ხოლო ევროკავშირიდან - 118 მილიარდი ევრო.

გარდა ამისა, 13 პაკეტად განაწილებული - რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული იქნა 14 ათასი სანქცია.
ამავდროულად, მხოლოდ USAID-ის ხაზით, საქართველოს არჩევნებში დახარჯული იქნა 41,7 მილიონი დოლარი.
შეკითხვა: 1) რატომ ვერ დაამარცხეს რუსეთი და საქართველო და 2) რამდენი შეიჭამა ამ გამოყოფილი თანხებიდან?" - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი