ზურაბ ქადაგიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს: ლიბერალური ფაშიზმი, გაუკუღმართებული ღირებულებები და "ლგბტ" სიგიჟეები ასაზრდოვეთ, რამაც საბოლოო ჯამში, ლიბერალური დღის წესრიგის დეკონსტრუქცია გამოიწვია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
455 04 თებერვალი 2025, 22:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას „ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან მკაცრი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჭაობს, რომელშიც მთელი ბრიუსელია ჩაფლული სოროსისა და გლობალური ომის პარტიის ავანტიურა ჰქვია.

„ჭაობის თვისებაა - რაც მეტს მოძრაობ, უფრო მალე იძირები! როგორი მკაცრები იქნებით ქალბატონო ურსულა, როგორც რუსეთს უკრაინის ხელით ანადგურებდით, ცალი ხელით სანქციებს რომ უწესებდით და ცალით, ნედლი ნავთობით ვაჭრობდით, ეგეთი?! მაგ ჭაობს, სადაც ყელამდე ხართ ჩაფლული მთელი ბრიუსელი - სოროსისა და გლობალური ომის პარტიის ავანტიურა ჰქვია. ჰოდა - რაც მეტად იმოძრავებთ, მით უფრო მალე დაეშვებით ფსკერზე და ვერავინ გიშველით. რუსეთს უკრაინის ნახევარი, თქვენი უგუნური პოლიტიკით აჩუქეთ, კორუფციაში იხრჩობით, საერთაშორისო უსაფრთხოება მოშალეთ და ევროკავშირის არსებობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ! სამაგიეროდ - ლიბერალური ფაშიზმი, გაუკუღმართებული ღირებულებები და "ლგბტ" სიგიჟეები ასაზრდოვეთ, რამაც საბოლოო ჯამში, ლიბერალური დღის წესრიგის დეკონსტრუქცია გამოიწვია! ასე რომ - დროა გაასწროთ და თავს უშველოთ, თორემ სოროსი ვერ გიშველით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი