გია აბაშიძე კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა - არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე, თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 07 თებერვალი 2025, 21:41

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა - არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ანეკდოტური იერსახე აქვს ევროპის ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებს - თუ "ქართული ოცნება" არალეგიტიმურია, რატომ წერენ განცხადებაში ევროჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას.

„ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა - არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.

კარგად გვახსოვს, როცა ბრიუსელიდან და ევრობლოკის დედაქალაქების მათმა სატელიტმა ჩინოსნებმა აბუჩად რომ აიგდეს ეუთო/ოდირის ობიექტური და პოზიტიური დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. დღეს კი, საქართველოს მმართველ პარტიას თავად მოუწოდებენ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ ეუთო/იდირის შეფასების შემდეგ მიიღოს.

ანეკდოტური იერსახე აქვს ევროპის ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებს - თუ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია, რატომ წერენ განცხადებაში ევროჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას?

ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მთავრობა არასოდეს დაემორჩილება ევროპის უსინდისო ცალკეული პოლიტიკური აქტორების ინსტრუქციებს. დროა შეეშვან შანტაჟის ენით საუბარს და პატიოსანი, სამართლიანი თამაშის წესებით ითანამშრომლონ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან, ორმხრივად უკეთესია სამომავლოდ“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი