დავით ჩიხელიძე კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა. არასერიოზულია მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას ევროკავშირი არ აღიარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
365 07 თებერვალი 2025, 22:04

ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ, ევროპარლამენტარებმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო /ოდირის პოზიტიური დასკვნა არაფრად ჩააგდეს, შესაბამისად არასერიოზულია, ევრობიუროკრატების მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს.

„ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა. კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გარეშე არ მიიღოს. რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებები გახსოვთ? როცა ევროპარლამენტარებმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ ოდირის პოზიტიური დასკვნა არაფრად ჩააგდეს, რასაც ჩვენი ევროკრეტინებიც აჰყვნენ, რომ ეუთო/ოდირი წარმავალი ორგანიზაციაა, რომლის დასკვნა არ შეიძლება სერიოზულად მივიჩნიოთ.
არასერიოზულია, ევრობიუროკრატების მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს!

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ხალხმა მიანიჭა! ქართველი ხალხის არჩევანი შემოწმებას და ბრიუსელიდან დამოწმებას არ ექვემდებარება! მოვიდა დრო, ევროკავშირმა სიჯიუტე შეწყვიტოს და ქართველი ხალხის არჩევანი აღიაროს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი