ზაალ მიქელაძე: „უსამშობლოთა" გასაგონად: „ოცნებამ" „ოცნების ქალაქელებს" ოცნება რეალობად უქცია!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 08 თებერვალი 2025, 11:59

„დიფ სთეითის“ აგენტების ყურით მოსასმენად ვიტყვი: იმ დამადლებული მილიარდებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობის სანაცვლოდ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ რამე მსგავსი გეკეთებინათ ასე არ დარჩებოდით „ორიენტაცია არეულები“ და „გასკანდალებულები“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე, რითაც ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებას ეხმიანება.

მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას ადამიანებისთვის ოცნებების ასრულება მოაქვს.

„რა მოაქვს მშვიდობას და სტაბილურობას? - ადამიანური ოცნებების ასრულება!!!
6250 ადამიანს, 1600 ოჯახს, 1785 ბავშვს უსაფრთხო ჭერქვეშ ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა.

„უსამშობლოთა" ყურის გასაგონად: ,,ოცნებამ" ,,ოცნების ქალაქელებს" ოცნება რეალობად უქცია!!!

მადლობა ხელისუფალს ამ შესაძლებლობისთვის! მადლობა აჭარის მთავრობას ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის! მადლობა აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების გუნდს, რომელმაც თვეები გაატარა აქ მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ერთად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულიყო!

ისევ „დიფ სთეითის“ აგენტების ყურით მოსასმენად ვიტყვი: იმ დამადლებული მილიარდებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობის სანაცვლოდ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ რამე მსგავსი გეკეთებინათ ასე არ დარჩებოდით „ორიენტაცია არეულები" და „გასკანდალებულები". თუმცა თქვენი აშენებული „დევნილთა“ დასახლებებიც გვახსოვს, პირველივე წვიმასა და ქარში უსახურავოდ დარჩენილები და აშენებიდან რამდენიმე თვეში იატაკ ჩავარდნილები. (ალბათ მოვა დრო ამ მავნებლობების გამოსაძიებლადაც).

ჩვენ მოვიპოვებთ სიმშვიდეს. შენების ჟამი დაუდგა ჩვენს ქვეყანას,“ - წერს ზაალ მიქელაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი