ზაალ ანჯაფარიძე იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევაზე: „გამოკითხვის“ შედეგები რომ სინამდვილეს ასახავდეს, ქუჩები გადაჭედილი უნდა იყოს საპროტესტო მასით - მასში აშკარად ჩანს მანიპულირებისა და შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 10 თებერვალი 2025, 18:01

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაცია ISSA-ს მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმადაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და როგორც „გამოკითხვა“ გვარწმუნებს, უმრავლესობას (55%) მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ანჯაფარიძის თქმით, გამოკითხვაში აშკარად ჩანს მანიპულირების და შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა.

მისივე განცხადებით, „გამოკითხვის“ შედეგები რომ სინამდვილეს ასახავდეს, ქუჩები გადაჭედილი უნდა იყოს საპროტესტო მასით/

„წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ავტომობილით, საწვავის მაჩვენებელი ისარი უახლოვდება ნულს და საცაა ავტომობილი გაჩერდება. დაინახეს ოპოზიციამ და მათმა დონორებმა, რომ რუსთაველზე დაძრული პროტესტის მანქანა მალე გაჩერდება და სასწრაფოდ საწვავი მიაშველეს - ამჯერად მოდელირებული „სოციოლოგიური გამოკითხვით,“ რომელიც სოროსის ფონდის აქაური ფილიალის დაფინანსებით, ოპოზიციასთან თხემით ტერფამდე შეზრდილი იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციამ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) განახორციელა. გამოკითხვაში აშკარად ჩანს მანიპულირების და შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა.ბოლომდე განხილვას აზრი არ აქვს - მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოვიყვან.

თუკი რესპონდენტების უმრავლესობას (62%-მდე) მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, თუკი, როგორც „გამოკითხვა“ გვარწმუნებს, უმრავლესობას (55%) მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება, მაშინ გამოდის, რომ ისინი ვინც ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა (1, 2 მლნ) პრორუსულ კურსს ემხრობიან?! მაშინ გამოდის, რომ „გამოკითხვაში“ მოყვანილი ციფრი, თითქოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს 86.3% - გაყალბებულია. „გამოკითხვის“ შედეგები რომ სინამდვილეს ასახავდეს, ქუჩები გადაჭედილი უნდა იყოს საპროტესტო მასით. თუმცა, ვხედავთ საპირისპირო სურათს. პროტესტანტების რაოდენობა კლებისკენ მიდის, მანქანა ხშირად უჩერდებათ, და საწვავის სახით ხან მარშებს, ხან თეატრალურ პერფორმანსებს, ხან ასეთ ე.წ. „გამოკითხვებს,“ ხან ფულად სტიმულირებას, ხან რაღაც ახალი პლატფორმების დაფუძნებას, ხან კი უცხოელების ჩამოყვანას იყენებენ. როგორც ვხედავთ, ამაოდ.
ისე მანქანის ძრავიც ეტყობა არ უვარგათ, ნამეტან ბევრ ზეთსა და ბენზინს უჭამს“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი