რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 11 თებერვალი 2025, 09:49
რუსეთმა გამთენიისას უკრაინას საავიაციო ბომბებითა და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, დაბომბვის გამო ქვეყნის ზოგ რეგიონში დენის მიწოდება შეწყდა. „უკრაინის ენერგოსისტემაზე მორიგი შეტევა ხორციელდება. ღამე მტერმა გაზის ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმა განახორციელა. ენერგეტიკა მიზანშია ამოღებული დილითაც. ენერგეტიკული სისტემისთვის მოსალოდნელი ზიანის მინიმიზაციის მიზნით გადაცემათა სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის შეზღუდვების სასწრაფო ზომებს იღებს“, - წერს გალუშჩენკო.

მისი თქმით, ზუსტი ზიანი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რუსები შეტევას შეწყვეტენ.

უკრაინული მედია, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჯარმა გამთენიისას პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა. უკრაინის ოლქები საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იბომბებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი