თამთა მეგრელიშვილი: ყველა თვალსაზრისით ქართული სახელმწიფო იმსახურებს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 11 თებერვალი 2025, 17:37

„ძალიან სწორი მიგნებაა და უპრიანი იქნება ანალოგიური გააკეთოს ქართულმა სახელისუფლებო გუნდმა," - ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა, რობერტ ფიცოს მოთხოვნას ილონ მასკის მისამართით, რომ გადაეცეს სლოვაკეთს იმ აგენტურის სია, რომელიც ჩართული იყო რადიკალურ პროცესებში.

როგორც თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართულ სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი უფლება იცოდეს ყველა იმ ორგანიზაციის, თუ ფიზიკური პირის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტს.

„ძალიან სწორი მიგნებაა და უპრიანი იქნება ანალოგიური გააკეთოს ქართულმა სახელისუფლებო გუნდმა. ქართული სახელმწიფო არის სუვერენიტეტის მატარებელი და აბსოლუტურად სწორი იქნება სამართლებრივად, ღირსების, პოლიტიკური კულტურის, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით - ყველა თვალსაზრისით მოითხოვოს ეს. ქართული სახელმწიფო იმსახურებს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ორგანიზაციის, თუ პირის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას," - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი