სამ რამეს შეიძლება ადამიანმა დაელოდოს: აშშ-ს საელჩოს განმარტებას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე, ნაცების საპროტესტო აქციებს აშშ-ს საელჩოსთან და ტრამპის ხელისუფლებისთვის „რუსულის" სტიგმის მიკერებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 12 თებერვალი 2025, 13:34
„როდესაც ტვინის ადგილას თავის ქალაში კონკრეტული და ურყევი აღქმების მატრიცას გინერგავენ - წარმოუდგენელია თუნდაც გარემოს ისეთ ცვლილებებზე მოახდინო რეაგირება, როგორიც არის ზამთრის ჩაცმულობის კომპლექტი," -  ამგვარი შეფასებას აკეთებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართველი რადიკალების მდგომარეობის შესახებ. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია ელოდო ადეკვატურობას მათგან, ვის მექანიკურ ქმედებებში ეს ბრძანება მითითებული არ არის. 

„სამ რაღაცას შეიძლება ადამიანმა უსასრულოდ უყუროს: ბუხარში დანთებულ ცეცხლს, ნაკადულში წყლის ჩხრიალს და იმას - თუ როგორ მუშაობს სხვა. 

ასევე სამ რამეს შეიძლება ადამიანმა უსასრულოდ დაელოდოს: აშშ-ს საელჩოს განმარტებას საკუთარი ადმინისტრაციის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, „სლავაუკრაინელების" და ნაცების საპროტესტო აქციებს აშშ-ს საელჩოსთან და ტრამპის ხელისუფლებისთვის  „რუსულის" სტიგმის მიკერებას.

როდესაც ტვინის ადგილას თავის ქალაში კონკრეტული და ურყევი აღქმების მატრიცას გინერგავენ - წარმოუდგენელია თუნდაც გარემოს ისეთ ცვლილებებზე მოახდინო რეაგირება, როგორიც არის ზამთრის ჩაცმულობის კომპლექტი, ზაფხულის 40-გრადუსიან სიცხეში მაინც ჩაანაცვლო ადეკვატური კომპლექტაციით მაშინ, როდესაც შენში ქურქისა და ჩექმის გახდის პროგრამის ინსტალაცია ჩადებული არაა..." -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი