თეიმურაზ წიქვაძე ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერზე: როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბრალდებულს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ არ მოგვეხდინა შეფასებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 12 თებერვალი 2025, 16:00
დღეს მიმდინარეობდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და როგორც იხილეთ, წაიკითხა პროკურორმა ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს. რაც შეეხება სამხარაულის დასკვნას, ეს დოკუმენტი ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება რომ ამას გავცნობოდი. ბრალდებისთვის ცხადია, ცნობილია თუმცა, დაცვის მხარე დღეს გაეცნო,  -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ადვოკატმა პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს შორის საუბარს ეხებოდა, განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მოწმის სახით ექსპერტს დაიბარებენ და ის მისცემს განმარტებებს.

ამასთან, წიქვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზის დასკვნით ავთენტური არ არის, ამ ფორმითაც კი ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას.

„როგორც მოვისმინე, ამ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლოში დაიბარებენ მოწმის სახით შესაბამის ექსპერტს და ის მისცემს განმარტებებს. ასევე, როგორც მოვისმინე, თავად ბრალდებულ ბაჩიაშვილს ალბათ, თავისი ალტერნატიული ექსპერტიზა აქვს შეკვეთილი და შემდგომ მოხდება ამის განხილვა სასამართლოს მიერ.

მე როდესაც ჩემი დაკითხვის დროს მქონდა მცდელობა, გარკვეული განმარტებები გამეკეთებინა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, პირდაპირ ადასტურებს ასევე, ამ ფორმით რა ფორმითაც წარმოდგენილია, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. შესაძლოა, ექსპერტი ამბობს, რომ იქ ხარვეზებს აქვს ადგილი და არ არის ავთენტური, თუმცა, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. თუმცა, როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბატონ ბრალდებულ ბაჩიაშვილს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოგვეხდინა შეფასებები.“ -  განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი