სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 12 თებერვალი 2025, 16:19
როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან" ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს და მას ერთგვარ „გამტარად" იყენებენ დასავლეთთან ურთიერთობაში.

„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან" ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი
შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მონაწილემ უნებლიეთ გაამხილა, თუ რატომ მივიდა სალომესთან ოპოზიცია. ჩვენ ზურაბიშვილი გვჭირდება როგორც გამტარიო - ანუ დასავლეთთან მთავარი დამსმენიო.

სხვათა შორის, ზუსტად ასეთ "გამტარად" გამოიყენა ოპოზიციამ ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა მისივე თანხმობით, როდესაც წაგებულ არჩევნებზე აძახებინა გაყალბდაო, რადგანაც დასავლეთში ვიღაცები სალომეს სიტყვებს უფრო ენდობიან ვიდრე აქაური „ოპო-ბაბლის."

სალომე ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს. მათი ურთიერთობა იქნება დამყარებული „ხელი ხელს ბანს" პრინციპზე, მანამდე ვიდრე წყალი არ შეუწყდებათ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი