ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: გახარია და სალომე იქეთ იყოს, ევროკავშირს არ ასწრებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და თქვენ სად ბანაობთ? ტაივანის წყლებში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 15 თებერვალი 2025, 14:51
ისე, ქალბატონო თინა, გახარია და სალომე იქეთ იყოს, ევროკავშირს არ ასწრებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, არაკომპეტენტური სტრუქტურები ჰყავთ და მათი ადგილი არ არის სამშვიდობო შეთანხმების მაგიდასთანო, ვიქტორ ორბანმა თქვა პირდაპირ და თქვენ სად ბანაობთ? ტაივანის წყლებში? - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის თქმითაც, მიუნხენის კონფერენციაზე "ჩვენს გარეშე ხელი არაფერს უნდა მოეწეროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიღაც მაინც იყოს, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს და ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ბოლო, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვინც დაიცავს და იბრძოლებს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის".

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ახლა უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ამ კონფერენციაზე ცნობილი ქართველი, უსამშობლო ჯაშუშების დასწრება „დიფ სთეითმა“ დაალაგა, სადაც ჯერჯერობით საკმაოდ „დიდი ხელი“ აქვს.

„ტაივანიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თქვა, საქართველოს გარეშე ხელი არ უნდა მოეწეროს არანაირ სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის და რა სასიხარულოა, რომ მიუნხენის კონფერენციას ზურაბიშვილი და გახარია ესწრებიანო...

ჯერ ერთი, ახლა უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ამ კონფერენციაზე ცნობილი ქართველი, უსამშობლო ჯაშუშების დასწრება „დიფ სთეითმა“ დაალაგა, სადაც ჯერჯერობით საკმაოდ „დიდი ხელი“ აქვს, მაგრამ მთავარი ეს არ არის.

როგორ გინდა არ დაეთანხმო ტაივანიდან დაფინანსებულ ხიდაშელს, აბა რაა, გახარიას გარეშე რა შეთანხმებას მოაწერენ ხელს? ან რა ეჭვშესატანია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ზურაბიშვილი იტყვის...

ისე, ქალბატონო თინა, გახარია და სალომე იქეთ იყოს, ევროკავშირს არ ასწრებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, არაკომპეტენტური სტრუქტურები ჰყავთ და მათი ადგილი არ არის სამშვიდობო შეთანხმების მაგიდასთანო, ვიქტორ ორბანმა თქვა პირდაპირ და თქვენ სად ბანაობთ? ტაივანის წყლებში?", - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი