სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს მოუხაზა ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარეს. რა ჰქვია ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 15 თებერვალი 2025, 15:40

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებს მედიასთან ეხმიანება.

თუ ჯარი შეგყავს ტერიტორიაზე იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაიცვა, მაშინ დაიცავი! ხოლო თუ შეგყავს ჯარი იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს მისცე საბაბი და უთხრა - მე ვარღვევ შეთანხმებას და შენ საპასუხოდ რაც გინდა, ის ქენიო, შემდეგ გამოგყავს ჯარი ისე, რომ ერთ ტყვიასაც კი არ გაისვრი, ეს არის სამშობლოს ღალატი, - განაცხადა დეპუტატმა.

მან აქვე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომამდე დე-ფაქტო აღადგინა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გაუქმდა, ასევე აღადგინა რაიონების ტერიტორიის შეცვლილი კონფიგურაცია და დააბრუნა იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. მისი თქმით, ამ ქმედებით სააკაშვილის რეჟიმმა მოუხაზა საზღვრები ოკუპანტს, თუ რა ტერიტორიაზე უნდა დაემყარებინათ თავიანთი ძალაუფლება.

დეპუტატი ასევე კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, 2006 წელს სააკაშვილმა დაარღვია რუსეთთან ჯერ კიდევ 1994 წელს დადებული შეთანხმება, რითაც აგრესორს მისცა საშუალება თავისუფლად ემოქმედა. ომის დაწყების შემდეგ კი, კოდორის ხეობიდან ჯარი გამოიყვანა და ტერიტორია უბრძოლველად ჩააბარა რუსეთს.

„რატომ ჩაატარეს არჩევნები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მაშინ, როცა ეს ოლქი უკვე გაუქმებული ჰქონდა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოს პარლამენტს. ნუ შევალთ პოლემიკაში, თუ რამდენად სწორი იყო ამის გაუქმება, ვიღაცა ამას ეთანხმებოდა თავის დროზე, და ვიღაცა - არა. მაგრამ უკვე გაუქმებული იყო ეს ოლქი, მაშინდელი რაიონების საზღვრები კი - შეცვლილი. ახალგორის რაიონი სულაც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა. მიხეილ სააკაშვილმა დე-ფაქტო აღადგინა ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრები. კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც იმ დროისთვის შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყო მცხეთა-მთიანეთისგან და შეიყვანა მის მიერვე შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შემადგენლობაში. ამის შემდეგ, ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე ჩაატარა არჩევნები, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ უამრავი ფული დაიხარჯა იმ ადმინისტრაციის შენახვისათვის და აგრესორს მოუხაზა ის საზღვრები, რომელზეც მან, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარა.

რაც შეეხება კოდორის ხეობას - სააკაშვილმა მას უწოდა ზემო აფხაზეთი. კოდორის ხეობასთან დაკავშირებით 1994 წელს დაიდო ე.წ მოსკოვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი იღებდა ვალდებულებას, რომ არ შემოვიდოდა ამ ტერიტორიაზე. ასევე, ამავე ხელშეკრულებით საქართველოსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ კოდორის ხეობაში არ შეიყვანდა გარკვეულ რაოდენობაზე მეტ ჯარს და არ შეიტანდა კონკრეტულ რაოდენობაზე მეტ იარაღს. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილმა ხეობაში შეიყვანა იმ რაოდენობის ჯარი და შეიტანა ისეთი იარაღი, რასაც არ ითვალისწინებდა მოსკოვის ხელშეკრულება.

სააკაშვილმა დაშალა და განაიარაღა კოდორის ხეობაში მყოფი ბატალიონი „მონადირე“, რომელიც ადგილობრივი მებრძოლებისგან შედგებოდა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. ამ ბატალიონის გმირი მებრძოლების ნაწილი დაიჭირეს, ბევრიც იძულებული გახდა გაქცეულიყო, მათ შორის ბატალიონის მეთაური ემზარ კვიციანი. დაპატიმრების შემდეგ ზოგიერთი მებრძოლი ციხეში გარდაიცვალა. ნორა კვიციანი, რომელიც ამ ბატალიონის სულის ჩამდგმელი იყო, სააკაშვილმა შეთითხნილი ბრალდებებით გამოკეტა ციხეში, სადაც დაავადდა და გათავისუფლების შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლა.

ამის შემდეგ, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო, რეჟიმმა ისე გამოიყვანა ჯარი კოდორიდან, რომ მათ 1 ტყვიაც არ უსვრიათ. თუ ჯარი შეგყავს ტერიტორიაზე იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაიცვა, მაშინ დაიცავი! და თუ შეგყავს ჯარი იმისთვის, რომ მეორე მხარეს მისცე საბაბი და უთხრა, რომ მე ვარღვევ შეთანხმებას და შენ საპასუხოდ რაც გინდა ის ქენიო, შემდეგ გამოგყავს ჯარი ისე, რომ ერთ ტყვიასაც კი არ გაისვრი, რა ჰქვია ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი