გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით - ჯეი დი ვენსმა "ღვთაებრივი" ცეცხლი გაუხსნა "ევროქვესკნელის" დარაჯებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 15 თებერვალი 2025, 16:54
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიუნხენის კონფერენციას აფასებს.

ექსპერტი წერს, რომ ტრიბუნასთან საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. მისი თქმით, ჯეი დი ვენსმა ამხილა ევროპელი ელიტის ფარისევლობა და ღიად მიუთითა პრობლემებზე, როგორიცაა ღმერთმოძულეობა და რწმენის დევნა.

"გუშინ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თავის 15-წუთიან გამოსვლაში მკაფიოდ ახსენა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, თუმცა იგულისხმებოდა გაცილებით უფრო ფართო სპექტრი. ვერც ერთ ევროკავშირში შემავალ, იქიდან გამოსულ (დიდი ბრიტანეთი) თუ იქ შესვლის კანდიდატს ვერ ასცდა ბრიუსელის ევრობიუროკრატიის
სიმახინჯე. ამიტომ, გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე დიახ, საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის თუ ტელესუფლიორის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით - ჯეი დი ვენსმა "ღვთაებრივი" ცეცხლი გაუხსნა "ევროქვესკნელის" დარაჯებს:

✅ მან ამხილა ევროპული ელიტის ფარისევლობა – ვენსმა რეალურ პრობლემებზე მიუთითა, როგორიცაა სიტყვისა და დემოკრატიის თავისუფლების შეზღუდვა ევროპაში, ღმერთმოძულეობა და რწმენის დევნა. მან აჩვენა, რომ ევროკავშირი საკუთარი შიდა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, პოლიტიკურ მორალიზმშია ჩართული

✅ მან ხაზი გაუსვა ლიბერალური გლობალიზმის დომინირების შესუსტებას – მისმა კრიტიკამ შესაძლოა ევროკავშირის პოლიტიკური კურსის გადახედვას შეუწყოს ხელი, რათა ის უფრო ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული გახდეს. ამერიკის გავლენა ევროპაში თუკი შეიძლება შეიცვალოს, მხოლოდ უფრო კონსერვატიულ პარტიებთან და მოძრაობებთან ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით.

✅ მან ისაუბრა სუვერენიტეტისა და ეროვნული სახელმწიფოების განმტკიცებაზე – ევროპაში მემარჯვენე მოძრაობების გაძლიერებას არ მოჰყვება „არასტაბილურობა“, არამედ ეროვნული სუვერენიტეტის ჯანსაღი აღდგენა, რაც გამოიწვევს იმას, რომ ევროპული ქვეყნები უფრო მეტად იზრუნებენ საკუთარ მოქალაქეებზე და არა "გლობალურ ელიტებზე"

✅ მან მტკიცედ ისაუბრა რეალისტურ პოლიტიკაზე რუსეთთან და აშშ-ს ხედვებზე საერთაშორისო საფრთხეების მიმართ – ვენსმა დაუფარავად მიანიშნა, რომ ევროპას არ შეუძლია თავისი პრობლემების პასუხისმგებლობა დაუსრულებლად გადააბაროს გარე ძალებს და დაუსრულებლად მოახდინოს საკუთარი საზოგადოების დაშინება "რუსული" თუ "ჩინური" სტიგმებით. და ამან შესაძლოა ევროპულ ქვეყნებს აიძულოს, უფრო რეალისტურად შეხედონ საკუთარ საფრთხეებს, აწარმოონ უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა და გათავისუფლდნენ იდეოლოგიური მძევლობიდან," - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი