ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 15 თებერვალი 2025, 16:59
პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას აქვეყნებს და მისი და დონალდ ტრამპის განცხადებების თანხვედრას ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ სწორედ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა. 

"ახლა მაინც ხვდებით, რამხელა წნეხისა და ზეწოლის გაძლება მოუწია საქართველოს, რომ დღევანდლამდე ასე მშვიდად და ამაყად მოეღწია?!"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა, დღეს კი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტიც იმავეს საუბრობს.

"დიახ, ირაკლი ღარიბაშვილმა ორი წლის წინ დაიწყო საუბარი იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რაზეც დღეს ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს.

გაიხსენეთ, რა რეზონანსი მოყვა  ამ განცხადებას და რა მასშტაბის დეზინფორმაციებით ცდილობდნენ გადაეფარათ ეს ჭეშმარიტება, სოროსის ადგილობრივ თუ გლობალურ საერთაშორისო სინდიკატს?!

დიახ, სწორედ ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ ყველა და კმაყოფილებით აღვნიშნავთ ამ ისტორიულ დროში, სწორად შერჩეულ და ეგზისტენციალურად მართებულ დამოკიდებულებებს!

ახლა მაინც ხვდებით, რამხელა წნეხისა და ზეწოლის გაძლება მოუწია საქართველოს, რომ დღევანდლამდე ასე მშვიდად და ამაყად მოეღწია?!"- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება
ჩვენ კვლავ ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, თუმცა, არც დავაგვიანოთ მოსკოვიდან "საგოლე პასის", ჩვენს სასარგებლოდ "გოლად" გადაქცევაში
შალვა პაპუაშვილი: ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს
პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ
ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია
არქივი