ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
471 15 თებერვალი 2025, 19:43
გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედური დასკვნის შინაარსში ცვლილებას არ ელოდება, რადგან მისივე თქმით, კენჭისყრის დღეს რაიმე მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია.

ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, საგამოძიებო ორგანოში წარადგინონ.

„თუ ვინმეს მართლა რაიმე ხელშესახები ფაქტები და მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში და საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს.. კენჭისყრის დღიდან თითქმის სამი თვე გავიდა და ჩვენ იმთავითვე გამოვრიცხავდით, რომ რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, ეს პროკურატურამაც დაადასტურა, ეს არ იკითხება არც ეუთო/ოდირის დასკვნიდან. რაც პროკურატურის შუალედურ ანგარიშშია, იმისგან განსხვავებულს არ ველით, თუმცა, მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, რომ თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი