ლევან ნიკოლეიშვილი სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროულია, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 18 თებერვალი 2025, 00:52

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროულია, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს.

„სულ ახლახან მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე გაჟღერდა რამდენიმე საკანონმდებლო სიახლე, აქედან ორის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახლდათ. გამჭვირვალობის კანონს, რომელსაც მავნებელმა ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა გამიზნულად დაარქვეს რუსული კანონი, ამჯერად ამერიკული „ფარას“ ასლი კანონი იქნება მიღებული. მედიასთან დაკავშირებით ბრიტანული კანონი იმოქმედებს, მიუხედავად იმისა რომ რადიკალებმა შეიძლება ამერიკულს და ბრიტანულ კანონებსაც კი შეიძლება რუსული უწოდონ. ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე კი გახლავთ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგენილი იქნება მუხლი ღალატის შესახებ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან. ვფიქრობ, რომ ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროული გახლავთ, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს,“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი