დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ" აარიდა ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 18 თებერვალი 2025, 13:44

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვაში თბილისი მერი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი დიდია საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში.

„ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა.

დიდია მისი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა.

დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, ხელისგულზე დაიდო ყველა პროცესი, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ" აარიდა ქვეყანას.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ თარიღს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ!“, - წერს კახა კალაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი