ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლა მოსაწონი არაა, მაგრამ ეს საქციელი წახალისებულია რადიკალური ოპოზიციის და იმ ევროპელი ელჩების მიერ, რომლებსაც არასოდეს დაუგმიათ „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ თავდასხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 18 თებერვალი 2025, 13:56
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხის სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მოსაწონი საქციელი არ არის, მაგრამ ეს საქციელი წახალისებულია ევროკავშირის და იმ დასავლური ფონდების მიერ, რომლებიც ღიად და უწყვეტად აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს საქართველოში და არასოდეს მათ ქმედებაზე არათუ პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არამედ პირიქით, თავდასხმებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად ასაღებდნენ.

მისივე თქმით, არსებობს ბრძნული ქართული ანდაზა - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ამიტომ, კეთილი ინებოს ახლა ყველამ და მოთმინებით აიტანოს ის ქმედებები, რასაც ან უშუალოდ თავად ახორციელებდნენ, ან საკუთარი განცხადებებით ახალისებდნენ.

„სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლა მოსაწონი საქციელი არ არის, მაგრამ ეს საქციელი წახალისებულია რადიკალური ოპოზიციის მიერ, რომელსაც არათუ ოდესმე არ დაუგმია „ქართული ოცნების" წევრების მიმართ თავდასხმა და ბულინგი, პირიქით, იწონებდა
და აქებდა ექსტრემისტულ ქმედებებს. ეს საქციელი წახალისებულია იმ ევროპელი ელჩების მიერ, რომლებსაც არასოდეს დაუგმიათ „რადიკალური ოპოზიციის" და მათი მოკავშირე NGO-ების მიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ თავდასხმა. ეს საქციელი წახალისებულია ევროკავშირის და იმ დასავლური ფონდების მიერ, რომლებიც ღიად და უწყვეტად აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს საქართველოში და არასოდეს მათ ქმედებაზე არათუ პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არამედ პირიქით, თავდასხმებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად ასაღებდნენ. ამრიგად, გაურკვეველია ის ისტერია, რასაც დღეს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან კვერცხების სროლაზე. არსებობს ერთი ბრძნული ქართული ანდაზა - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ამიტომ, კეთილი ინებოს ახლა ყველამ და მოთმინებით აიტანოს ის ქმედებები, რასაც ან უშუალოდ თავად ახორციელებდნენ, ან საკუთარი განცხადებებით ახალისებდნენ...“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი