დავით ჩიხელიძე მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 19 თებერვალი 2025, 11:23
მაკვირვებს იმ ადამიანების პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვა დისკომფორტს არ უქმნის და ადამიანის მიერ საკუთარი თანხის ხარჯვა პროტესტის გრძნობას იწვევს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას. 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული.

„მაკვირვებს იმ ადამიანების პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვა დისკომფორტს არ უქმნის და ადამიანის მიერ საკუთარი თანხის ხარჯვა პროტესტის გრძნობას იწვევს. ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო პრინციპულობით, კომპეტენტურობით, პროფესიონალიზმით, გემოვნებით და ა.შ. არ არის გასაკვირი, მისი ჩაცმის სტილი და პიჯაკები, რადგან ის ყოველთვის აკადემიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება მის წინააღმდეგ აგორებულ უნიჭო კამპანიას. როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი