გუშინ ტრამპმა ზელენსკის მიმართულებით მინიმუმ სამი "სასიკვდილო" გასროლა განახორციელა. დიდ პოლიტიკაში ასეთი ჭრილობების შემდეგ გადარჩენა - შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 19 თებერვალი 2025, 11:26
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართ მინიმუმ 3 სასიკვდილო გასროლა განახორციელა, დიდ პოლიტიკაში კი ასეთი ჭრილობებით გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

„ასეთი განცხადებების ფონზე, მსოფლიოს ყურადღება ზელენსკის მისამართით მხოლოდ "საკონტროლო გასროლის" მოლოდინშია. ევრობიუროკრატიული ჯამბაზების თითოეული "სამიტი" კი მხოლოდ გვაახლოებს ამ გარდაუვალ მომენტამდე“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა სამი ძირითადი მიმართულება გააჟღერა, მათ შორის, ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინის მოსახლეობაში. ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნები დიდი ხანია არ ჩატარებულა. ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა მოლაპარაკებებში უკრაინის არ ჩართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ თავად შეეძლოთ კონფლიქტის შეჩერება და მოლაპარაკებების წარმოება. ბოლო საკითხი კი რაზეც ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ზელენსკის განცხადებაა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ იცის სად არის ის თანხები, რაც მათ ამერიკამ მისცა.

„თავის დროზე, დანტესმა - პუშკინს ხოლო მარტინოვმა - ლერმონტოვს, ერთი გასროლით დაასრულებინეს "შემოქმედება" დუელში. გუშინ ტრამპმა ზელენსკის მიმართულებით, მინიმუმ სამი "სასიკვდილო" გასროლა განახორციელა. დიდ პოლიტიკაში ასეთი ჭრილობების შემდეგ გადარჩენა - შეუძლებელია. აი ამ "გასროლების" მოკლე შინაარსი:

✅ უკრაინაში არჩევნების ჩატარებასა და ზელენსკის კრიტიკაზე: „ზელენსკის მხარდაჭერა მხოლოდ 4%-ია, უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ჩატარებულა“.

✅ ომის დასრულების შესაძლებლობასა და უკრაინის ხელმძღვანელობის კრიტიკაზე, თუ რატომ არ იწვევენ ზელენსკის მოლაპარაკებებზე: „თქვენ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და მანამდეც თავადაც შეგეძლოთ შეთანხმების მიღწევა“ - უკრაინას შეეძლო დამოუკიდებლად მიეღწია მშვიდობიანი შეთანხმებისთვის რუსეთთან და თავიდან აერიდებინა ხანგრძლივი კონფლიქტი.

✅ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების განაწილებაზე:
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას თქვა, რომ არ იცის, სად არის ის ფული, რაც ჩვენ მას მივეცით. ჩვენ, როგორც ჩანს, მინიმუმ 350 მილიარდი დოლარი გადავეცით.“

ასეთი განცხადებების ფონზე, მსოფლიოს ყურადღება ზელენსკის მისამართით მხოლოდ "საკონტროლო გასროლის" მოლოდინშია. ევრობიუროკრატიული ჯამბაზების თითოეული "სამიტი" კი მხოლოდ გვაახლოებს ამ გარდაუვალ მომენტამდე. Finita la tragicomedia...“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი