იმ დონეზე აქვს ბრიუსელს შეტოპილი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად, ომის დასრულების პერსპექტივას, კოშმარს უწოდებენ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 19 თებერვალი 2025, 15:10
„ქურდს ქუდი ეწვისო“ და ტრამპი რომ დიქტატორად, ევროპის მტრად და მოღალატედ გამოაცხადონ, არ გაგიკვირდეთ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ექსპერტის თქმით, ბრიუსელმა უკრაინაში მიმდინარე ომით იმდენი სარგებელი ნახა, რომ დღეს ომის დასრულების პერსპექტივას კოშმარს უწოდებს.  

„იმ დონეზე აქვს ბრიუსელს შეტოპილი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად, ომის დასრულების პერსპექტივას, კოშმარს უწოდებენ...
თუმცა, ნამდვილად კოშმარია სოროსის სინდიკატისთვის არა სამშვიდობო შეთანხმება, არამედ შეთანხმების მეორე დღე, როდესაც ყველას „საგმირო საქმეები“ წარმოჩინდება. დაწყებული ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი, სამშვიდობო შეთანხმებიდან, გაგრძელებული  სანქციების გვერდის ავლითა და ამორალური ბიზნეს-გარიგებებით დამთავრებული.

ამიტომაცაა, „ქურდს ქუდი ეწვისო“ და ტრამპი რომ დიქტატორად, ევროპის მტრად და მოღალატედ გამოაცხადონ, არ გაგიკვირდეთ.
სამწუხაროდ, ყველამ ნახა სარგებელი უკრაინული უბედურებით - ამერიკამაც, ევროპამაც, აზიამაც...
ხოლო თვითონ უკრაინა, იუკნევიჩიენებისა და კუბილიუსების იმედად დარჩა, განადგურებული და გაპარტახებული!

P.S. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ავყოლოდით ამ ნაძირალა იუკნევიჩიენების სურვილს, სამი წლის წინ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ახლა?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი