დავით ქართველიშვილი: CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე სრულად გამოვიდეს უკრაინული კონფლიქტიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 21 თებერვალი 2025, 13:52

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის ლარი ჯონსონის ინტერვიუს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ინტერვიუში ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაშინგტონის გამოსვლა უკრაინის კონფლიქტიდან, ზელენსკისადმი შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება, პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის საკითხი და სხვა თემები.

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, რუსეთის გაზეთ «Известия»-სთან მიცემულ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუში CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი თავის ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე: აშშ წყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და ვაშინგტონი იწყებს სრულ გამოსვლას უკრაინული კონფლიქტიდან; ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ ატარებს მასზე პირადი „ბოღმის" ელემენტებსაც, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ზელენსკი „აპრავებდა" ჰანტერ ბაიდენის კორუფციულ დანაშაულს უკრაინაში. ჯონსონის თქმით, დონალდ ტრამპს ვლადიმირ ზელენსკი „სრულიად არ სცემს პატივს";

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს $50 მილიარდის გაფლანგვის გამოძიება, რომლებიც ამერიკული ფონდებიდან უკრაინაში გადაიგზავნა. ეს თანხები კარიბის აუზის ბანკებში, ოფშორულ ანგარიშებზეა განთავსებული და ამჟამად მათ ირგვლივ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება; რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებს, ჯონსონი მიიჩნევს, რომ ისინი ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს;

პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ, ამჟამად განიხილება ამ სამიტის ჩატარება, თუმცა კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით უცნობია;

აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილების შეფასებისას, ჯონსონი აღნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული უთანხმოებები აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისის მოგვარების სტრატეგიასთან დაკავშირებით;

ჯონსონი არ გამორიცხავს ტრამპზე ახალი თავდასხმის რისკებს: შესაძლებელია, დონალდ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით;

ჯონსონმა მსგავსი რისკები არც ზელენსკის მიმართ გამორიცხა, თუ კი ის დარჩება უკრაინაში. ამასთანავე, მან გამორიცხა აშშ, როგორც ზელენსკის თავშესაფარი-ადგილი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი