კახა კალაძე: ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 23 თებერვალი 2025, 16:39

ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას.

მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების!“ - აღნიშნავს იგი.

კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი