ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 01 მარტი 2025, 16:11
რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავდა: “შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა. ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება.”

მაჭავარიანის განცხადებით, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ყველაფერი, მათ შორის ისიც, როგორ გააბითურა საზოგადოების მცირე ნაწილი იმ ხალხმა, ვისაც პოლიტიკურად ენდობოდნენ.

“რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ. 
აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და პრინციპში არც არის დიდად გასაკვირი. 
დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ყველაფერი, მათ შორის, როგორ გააბითურა ჩვენი საზოგადოების ნაწილი (საბედნიეროდ მცირე) სწორედ იმ ხალხმა, ვისაც პოლიტიკურად ენდობოდნენ და მიყვნენ…

“მრცხვენია ქართველობის”, “არა რუსულ კანონს”, “ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ”, “ცეცხლი ოლიგარქიას” და რა მოთვლის, რამდენი მაიდნური და დასპონსორებული სლოგანი აძახებინეს…

დღეს რას ეუბნებიან?..” - წერს მაჭავარიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი