განიხილავენ თუ არა აშშ და რუსეთი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის შესაძლო აღდგენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
530 04 მარტი 2025, 00:00
Financial Times-ის სტატიის თანახმად, ყოფილი ჯაშუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირე მათიას უარნიგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ლობირებს, რომ აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის აღდგენას მხარი დაუჭიროს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, უარნიგი, რომელიც Nord Stream 2-ის მშობელ კომპანიას, რუსული Gazprom-ის სახელით 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა, ცდილობს, ამერიკელი ბიზნესმენების მეშვეობით, ტრამპის გუნდთან კონტაქტი დაამყაროს. უარნიგი Nord Stream 2-თან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უარყოფს.

ის FT-სთან აცხადებს, რომ „აშშ-ის პოლიტიკოსებთან ან ბიზნესის წარმომადგენლებთან რაიმე დისკუსიაში არ მონაწილეობს“ და „როგორც აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი პირი, წესებს იცავს.“

თავის მხრივ, პუტინის სპიკერი პესკოვი ამბობს, რომ გაზსადენის შესახებ რაიმე მოლაპარაკებებზე ინფორმაციას არ ფლობს. „გაზპრომში“ კომენტარი არ გააკეთეს.

FT-ს წყაროების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წევრმა იცის ინიციატივის შესახებ და ისინი ამას მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენისკენ სწრაფვის ნაწილად განიხილავენ.

ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთმა ამერიკულმა ინვესტორ-კონსორციუმმა „გაზპრომთან“ შეთანხმების პროექტი უკვე მოამზადა. FT-ის წყაროების შეფასებით, თეორიულად, უარნიგის გეგმა აშშ-ს, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე უპრეცედენტო კონტროლს ანიჭებს იმ ფონზე, როცა ევროპამ უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეწყვიტა.

Nord Stream 1 და 2 გაზსადენები რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გადის და ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს აწვდის.

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები, რომლებსაც რუსეთი ფლობს სრულად, 5 ევროპული ენერგოკომპანიების მიერ არის დაფინანსებული. 2022 წლის სექტემბერში აშკარა დივერსიული თავდასხმის შედეგად, Nord Stream-ის 4 გაზსადენი სეროზულად დაზიანდა. გაზსადენების ფუნქციონირება შეჩერებულია.

2022 წელს აშშ-მ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, მათიას უარნიგსა და კომპანია Nord Stream 2 AG-ს სანქციები დაუწესა. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც პროექტის აღდგენას უზრუნველყოფდა, თავდაპირველად ვაშინგტონის მიერ 2022 წლის სანქციების მოხსნას საჭიროებს. ამასთანავე, Nord Stream-ის პროექტის ამოქმედებისთვის საჭიროა გერმანიის თანხმობაც, რომ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება განახლდეს.

ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურად ესაუბრა გამოცემას, ამბობს, რომ ბერლინის მიერ Nord Stream 2-ის პროექტის აღდგენის პროცესში მონაწილეობამ, შეიძლება, დიდი განხეთქილება გამოიწვიოს ევროკავშირთან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კვლავ ახანგრძლივებს

რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც ინფორმირებულნი არიან Nord Stream-ზე აშშ-სა და რუსეთის სავარაუდო საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ, FT-სთან განაცხადა, რომ ისინი "შეშფოთებულები არიან და საკითხზე უმსჯელიათ". 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი