რა ღირს საქართველოზე გამავალ შუა დერეფნის ქსელთან მიერთება - TITR-მ საწევრო გადასახადი განსაზღვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 04 მარტი 2025, 17:03
2025 წლისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის (TITR) საწევრო გადასახადი განისაზღვრა. ფასები გასულ წელთან შედარებით, არ შეცვლილა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასოციაციაში გაწევრიანების ერთჯერადი საფასური იქნება: $20,000 მუდმივი წევრებისთვის; $10000 ასოცირებული წევრებისთვის; $10,000 - ინდივიდუალური წევრებისთვის.

წლიური საწევრო გადასახადი სტრუქტურირებულია შემდეგნაირად: $70,000 მუდმივი წევრებისთვის; $22,480 ასოცირებული წევრებისთვის; $17,984 ინდივიდუალური წევრებისთვის.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. შესაბამისად, ასოციაციის წლევანდელი პროგნოზირებული შემოსავალი 1,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს. $560,000 შედგება მუდმივი საწევრო შენატანებისგან, 359,680 ასოცირებული წევრების საწევრო შენატანებისგან, $147,189 დებიტორული ანგარიშებიდან და $134,090 ფულადი სახსრებიდან.

საანგარიშო პერიოდში დაგეგმილია ადმინისტრაციული ხარჯებისთვის - $797,202, მარკეტინგის ხარჯებისთვის - $167,160, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის - $121,261, მივლინების ხარჯებისთვის - $115,336 $.

TITR ასოციაცია, რომელიც ყაზახეთში მდებარეობს, 2017 წელს დაარსდა. ის ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, სატვირთო ტრანსპორტის კოორდინაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ასოციაციის ძირითადი მუდმივი წევრები არიან აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC, აზერბაიჯანის კასპიის გადაზიდვის კომპანია, აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი (ყაზახეთი), ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი CJSC, საქართველოს რკინიგზა სს, TCDD Transportation JSC (Türkiye), Ukrzaliznytsia JSC (უკრაინა) და სხვები.

სავაჭრო გზა - შუა დერეფანი ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა
მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
არქივი