დავით ქართველიშვილი: ველოდებით დონალდ ტრამპის მიმართ აღშფოთებულ ევრორეზოლუციას და მის პერსონალურ დასანქცირებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 06 მარტი 2025, 13:03

რა რეაქცია მოჰყვა დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლას და მის მიერ დასახულ პრიორიტეტებს ევროპის ლიდერების მხრიდან, ამ თემაზე შეფასებები „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აშშ-ს პრეზიდენტის მოხსენებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია და პასუხებმაც არ დააყოვნა. განსაკუთრებით, ქართველიშვილის აზრით, ამ მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტი გამოირჩევა.

„დონალდ ტრამპის გამოსვლამ აშშ-ის კონგრესში, სადაც მან საერთაშორისო „სანაცეთი“ გაროზგა და სრულიად სალიბერალოს „ატატა“ გაუკეთა, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. ლიბერალური ევროპელი ლიდერები არ ეთანხმებიან მის პოზიციას ძირითადად იმაში, რაც ახლა ყველაზე მაგრად სტკივათ - უკრაინის მხარდაჭერასა და აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე. შეშფოთებულთა ავანგარდში დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან, რადგან აშშ-ის პოლიტიკა იცვლება. მან აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და არ დაუშვას ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებმაც შესაძლოა უკრაინას ავნოს.

ევროკავშირის დანარჩენი ლიბერალი-ლიდერებიც აპირებენ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და გაამყარონ უკრაინის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ტრამპმა კიევისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა. თუმცა, ევროკავშირის შიგნით უთანხმოებაა ამ მხარდაჭერის მოცულობასა და ფორმატზე, განსაკუთრებით უნგრეთის მხრიდან. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს მკაცრი საპასუხო ზომები, თუ აშშ ევროპულ პროდუქტებზე 25%-იან ტარიფს დააწესებს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ნაბიჯები განიხილება როგორც უსამართლო სავაჭრო ბარიერები და ევროპა დაიცავს თავის ეკონომიკურ ინტერესებს.

საფრანგეთმა ასევე მოითხოვა, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპასუხო ზომები ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების წინააღმდეგ და დაიცვას თავისი ინტერესები. აღშფოთებით სავსეა ასევე ლიბერალების რეაქცია რუსეთის შესახებ განცხადებებზე. განსაკუთრებით აშინებს ტრამპს „მამაცი“ ესტონეთის წარმომადგენელი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა შეშფოთება გამოთქვა ტრამპის რიტორიკის გამო, რომელიც, მისი თქმით, ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას უკრაინის ომთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები დისკომფორტს იწვევს და ევროკავშირის მხრიდან ყურადღებით შეფასებას საჭიროებს.

ველოდებით დონალდ ტრამპის მიმართ აღშფოთებულ ევრორეზოლუციას და მის პერსონალურ დასანქცირებას...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი