მამუკა მდინარაძე: „ისფედში“ ჩადებული თითოეული ცენტი იხარჯებოდა, რომ საქართველო მომკვდარიყო და ეს გამოსდგომოდა გლობალურ ძალებს, გლობალური ომის პარტიასა და „დიფ სთეითს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 10 მარტი 2025, 22:28

„ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნებზე ცდილობს, საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება და ამის საფუძველი მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ანგარიშები იყოს. არ სჭირდებოდა რამდენიმე დღე მის მიერ საბუთების გადაცემას პროკურატურისთვის, ამას სჭირდებოდა ზუსტად ერთი წუთი, შეეძლოთ, ელექტრონულ მისამართზე ჩაეგდოთ ან ფიზიკურად მიეტანათ, თუ ეს უკვე გამზადებული იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ისფედის“ ინტერესი იყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტი.

„რა უშლიდა ხელს იმას, რომ უბრალოდ მიეტანათ პროკურატურაში, თუ არ ჰქონდა მცდელობა „ისფედს“, რომ გაყალბებული მონაცემები მიეტანა, თუმცა ვერაფერს გააყალბებს, რადგან პარალელური ხმის დათვლა უბნების მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სიღრმისეულად გამოიძიებს იმ თემასაც კი, რა მავნებლობაც ჩაიდინეს, გარდა ამისა, რატომ დაიგვიანეს ამდენი დღის განმავლობაში.

ზოგადად, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - საქველმოქმედო ქვეყანა ასეთი ცნება ვინმეს გაგიგიათ?! საქველმოქმედო ქვეყნები არ არსებობენ. როგორც ბევრი ცნობილი ადამიანი ამბობდა-ხოლმე, არსებობს მუდმივი ინტერესი და ქვეყნებს სხვა ქვეყნებში აქვთ მუდმივი ინტერესები“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს ოპონენტები მათ გაბრაზებული სახეებით ეუბნებოდნენ, რომ როგორ შეიძლება, მეგობარი, რომელიც ფულს აძლევთ, მას გამჭვირვალობაზე ელაპარაკონ.

„ასეთი მეგობრული და საქველმოქმედო თანხები არ არსებობს და თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ძალიან ვუყვარვართ ვიღაცას და საქველმოქმედო მიზნებით დებს საქართველოში ფულს, მასთან კამათსაც კი აზრი არ აქვს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ინტერესი და ამაში ხარჯავენ სხვა ქვეყნებში თანხას. ასეთ თანხებს ითვისებს, მათ შორის, „ისფედი“. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ინტერესი იყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტი, „ისფედი“ იღვწოდა ამისთვის. „ისფედში“ ჩადებული თითოეული ცენტი იხარჯებოდა, რომ საქართველო მომკვდარიყო და ეს გამოსდგომოდათ გლობალურ ძალებს, გლობალური ომის პარტიას და „დიფ სთეითს“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს გამოსდგომოდათ ვიღაცებს, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავრჩებოდით და დღეს ის ადამიანები, რომელთა ფიზიკური გადარჩენა ჩვენ უზრუნველვყავით, ისინიც კი ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ხვდებიან, რასთან გვაქვს საქმე.

დღეს თუ რომელიმე ადამიანი კიდევ ფიქრობს, რომ საქველმოქმედო ქვეყნები და საქველმოქმედო მიზნებით დახარჯული ათობით და ასობით მილიონი დოლარი არსებობს, მაშინ მათთან კამათსაც კი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი