ხომ შეიძლება "დიფ სთეითის" ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან "თანაზიარებისაგან" თავი შეიკავოს, მაგრამ "ნურას უკაცრავად"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 11 მარტი 2025, 10:54
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სირიაში განვითარებული მოვლენებს და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით,  ევრობიუროკრატების დუმილის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება ძალიან მკაფიო იყო. 

"დიფ სთეითის" ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე - მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს "ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს" პრინციპიდან გამომდინარე"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღიარეს სირიის ტერორისტ-ხელისუფლება და მისცეს მას ლეგიტიმაცია
. დავით ქართველიშვილის თქმით, სირიის ხელისუფლების ქებაში ევროპელ ლიდერებს, ქართველი რადიკალებიც შეუერთდნენ და ახლა ისინიც  ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეები არიან. 

"მას შემდეგ, რაც 2025 წლის 9 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიო განცხადება გააკეთა სირიის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან დაგმო რადიკალური ისლამისტი ტერორისტების მოქმედებები, რომლებიც დასავლეთ სირიაში
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში არიან ჩართული - ევრობიუროკრატ "კრავთა დუმილი" ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დუმილის ფონზე, მარკო რუბიომ ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანულ, დრუზულ, ალავიტურ და ქურთულ თემებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა სირიის დროებით ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დროულად მიეცნენ პასუხისგებაში.

მაგრამ, სწორედ, რომ "დიფ სთეითის “ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე - მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს "ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს" პრინციპიდან გამომდინარე. ეს ხომ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადასცეს სირიის ტერორისტ-ხელისუფლებას ერთგვარი "აგრემანი", აღიარება და მათი შემდგომი მოქმედებებისთვის სრული "კარტ-ბლანში". ეს ხომ ჩვენი ლაქია-მარიონეტები შეუერთდნენ სირიის ახალი ხელისუფლების ქება-დიდებას და ვერც ისინი, ვერც მათი ბრიუსელის აგენტოკრატები ვეღარ შეძლებენ ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეობის ლაქის ჩამოშორებას.

ხანდახან ფიქრობ, ხომ შეიძლება "დიფ სთეითი" ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს, თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან "თანაზიარებისაგან" თავი შეიკავოს, ან პაუზა გააკეთოს თავის მსჯელობასა თუ განცხადებაში - "ნურას უკაცრავად". ყველგან და ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე არიან: იქნება ეს უკრაინის კატასტროფა თუ "ჰეროდეს" ტრადიციებში სირიელ ბავშვთა ამოხოცვა. "ჰეროდიაანთ" სალომეამ ოღონდ რაიმე ფორმით დააფიქსიროს საკუთარი "ლეგიტიმურობა" და სისხლისმსმელი ტერორისტებისთვისაც არ დაიშურებს თავის "საპრეზიდენტო" ამბორს. სწორედ ურსულა ფონ დერ "ბაიდენთან" ერთად დღეს თქვენი ხელებიც იდაყვამდე სისხლშია და თქვენ ამ სისხლს ვერ ჩამოირეცხავთ,"-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის
ვულოცავ აშშ-ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას
BMG, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, უცხოელებმა იყიდეს. როგორც ჩანს, მათ მავნებლობის გაგრძელება და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა აქვთ მიზნად
დავით ჩიხელიძე მზია ამაღლობელის განაჩენზე: ოპოზიცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა შეშფოთებულა, თუმცა, კარგად იციან, რომ ამაღლობელმა რაც სამართალდამცველის მიმართ გააკეთა, ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადია
ზაზა შათირიშვილის წერილს რომ დიდ გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტია, ზოგმა ისევ ქილიკი დაიწყო „დიფ სთეითის“ არსებობა-არარსებობის შესახებ
არქივი