გაუგონარი ხოცვა-ჟლეტაა სირიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილიდან არა ეს საშინელება, არამედ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ ქართული კანონი დაგმეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 11 მარტი 2025, 18:18
„ასეთი გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს სირიაში და ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ან ევროპიდან თუ გახსოვთ, რომ ეს დაეგმოთ? უფრო მეტიც, ამ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება მიმდინარეობს, რატომღაც მოიცალეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ, გაუგონარი მიზეზებით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე უკვე ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან მიმდინარეობს, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა. 

„საქართველოს პარლამენტარების დასანქცირებაზე მეტი საქმე არ აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილის წარმომადგენლებს თუ  ევროპელ ბიუროკრატებს? საკუთარი ქვეყნების განვითარებაზე არ ზრუნავენ? თუ რუსეთის აგრესიის ეშინიათ, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იზრუნონ. ან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი რომ გაიზარდა და იმაზე მეტი ღვინო შეაქვთ, ვიდრე საქართველოს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, მათგან განსხვავებით, ამ პრობლემებს ებრძოლონ. ამის ნაცვლად კი, ცოტა ხნის წინ ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს გმობენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მორალის დაცვისა და საზოგადოებაში ზნეობის განმტკიცებისკენ არის მიმართული, რასაც უკვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ქადაგებს. შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი