ძებნილმა კეზერაშვილმა ურეიტინგო "ფორმულა" დატოვა და წილი უნიათო მენეჯერს, მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
365 11 მარტი 2025, 21:24
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც დავით კეზერაშვილმა "ფორმულას" წილი თანადამფუძნებლებს გადასცა. 

ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ყველაფერი „უბადრუკობა ანდა "ნაცური" აფერაა“.

მისივე თქმით, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ რევანშისტი მძარცველი კეზერაშვილი დაოკდება სანამ ციხის მიღმაა.

„ძებნილმა კრიმინალმა დავით კეზერაშვილმა ურეიტინგო "ფორმულა" დატოვა და წილი 1 ლარად უნიათო მენეჯერს, მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა, ესეც ე.წ. კრიტიკულ მედიაზე სახელისუფლებო ე.წ. რეპრესიაა? ცხადია არა, უბადრუკობა ანდა "ნაცური" აფერაა. ან ავაზაკ კეზერაშვილს სურს სხვა გზით აფინანსოს მავნებლური და უშედეგო ტელეპროპაგანდა ან საერთოდ გავიდა ამ მორიგი ჩავარდნილი პროექტიდან. თუმცა, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ რევანშისტი მძარცველი კეზერაშვილი დაოკდება სანამ ციხის მიღმაა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა კი ისაა, რომ რეალურად კრიტიკული მედია გვყავდეს რეალური პრობლემების გამოვლენაზე ორიენტირებული და არა უსამშობლო მილიონერი ნაცგარეწრების ტელერუპორები. 

"ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი "თავისუფლების ფორმულა". 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება," - ნათქვამია "ფორმულას" არადამაჯერებელ განცხადებაში.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი