2009-2013 წლებში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა სააკაშვილმა, აი ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსთეითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 12 მარტი 2025, 16:27
ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის,- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ,  განაცხადა. 

ბოჟაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა  2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა ექსპრეზიდენტმა, სწორედ   ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას და  ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსთეითი.

„ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის.

2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის სურვილების ასასრულებლად, დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. 

2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა სააკაშვილმა, აი ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, აი ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსტეიტი,“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი