ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილისთვის 9 წლით პატიმრობის მისჯაზე: საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 12 მარტი 2025, 16:30
„სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც, „სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“.

მისი თქმით, „როდესაც  ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება“.

„მე თუ მკითხავთ, სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში, რასაც ის პრეზიდენტობის დროს ეწეოდა და სადაც სამშობლოს ღალატის ნიშნები იკვეთება. როდესაც  ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება.
სააკაშვილის და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის თანხების ფლანგვა არავისთვის უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, იმდენად ხელისგულზე დევს ყველაფერი. დეტალებს აღარ მოვყვები
ნაცების და მათი სატელიტი ოპოზიციური პარტიების მიერ ისრების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა, და რუსული ფაქტორით მანიპულირება კი იმდენად გადაღეჭილი თემაა, რომ მათ მომხრეებსაც კი აღარ სჯერათ
და ბოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას“-წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი