დავით ქართველიშვილი: სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 12 მარტი 2025, 18:51

ცალსახაა, რომ კრემლს, რომელიც კონფლიქტის მთავარი აქტორია არ აწყობს არცერთი ის პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც საუდის არაბეთში იქნა მიღწეული“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტის თქმითვე, კრემლი საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას ერთითვით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა სრული იგნორით უპასუხებს.

„უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ვერ მივაწვდი საზოგადოებას. ცალსახაა, რომ კრემლს, რომელიც კონფლიქტის მთავარი აქტორია არ აწყობს არცერთი ის პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც საუდის არაბეთში იქნა მიღწეული. ეს მისთვის სასაცილო და მიუღებელია. კრემლი, რა თქმა უნდა, სრული იგნორით უპასუხებს. თავად ტრამპი უნდა ათვიცნობიერებდეს, რომ კრემლი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების ერთთვიან კონსერვაციას, რომლის პერიოდში გაგრძელდება უკრაინის შეიარაღებით და სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესი, მოხდება გადაჯგუფებები ფრონტის პერიმეტრებზე და მოემზადება ახალი შეტევებისთვის ან მოგერიებისთვის.

სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან ძალიან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც უკრაინაში ომის შეწყვეტა არ აწყობს. მათ სურთ ამ ომის უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი