„ევროკავშირი უკრაინის გარეშე“, „მშვიდობა ევროპაში“, „სოროსის აგენტების გაძევება“ - ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს მოთხოვნები წაუყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
477 15 მარტი 2025, 14:14
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელს 12 პუნქტისგან შემდგარ მოთხოვნებს უყენებს, რომელთა შორისაა „ევროკავშირი უკრაინის გარეშე“, „მშვიდობა ევროპაში“, „სოროსის აგენტების გაძევება“ და სხვა.

„რას ითხოვენ უნგრელები ბრიუსელისგან? დაე, იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთობა. ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას კანონის წინაშე ყველა სახელმწიფო-წევრისთვის, სახელმწიფოებისთვის უკანონოდ წართმეული კომპეტენციების აღდგენას, ეროვნულ სუვერენიტეტს და ძლიერ ვეტოს ეროვნული მთავრობებისთვის, სოროსის აგენტების გაძევებას კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტების მოშორებას პარლამენტიდან. არ დააგირაოთ ჩვენი შვილიშვილების მომავალი, მოხდეს ევროკავშირის ვალის ლიკვიდაცია. არ შევუშალოთ ხელი ჩვენს ეროვნულ გვარდიას ჩვენი საზღვრების დაცვაში. არ შემოვუშვათ მიგრანტები და გავაძევოთ არალეგალურად შემოსულები. კორუმპირებული დოლარი და ევრო არ უნდა მოხვდეს წევრ-სახელმწიფოებში. აიკრძალოს ჩვენი შვილების არაბუნებრივი აღზრდა. მოხდეს ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა. ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას ევროპაში. კავშირი უკრაინის გარეშე. თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა!“, - წერს ორბანი X-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი