დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 20 მარტი 2025, 19:01

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტის თქმით, 2001-2002 წლებში პირველად გაჟღერდა იდეა რუსეთის გარშემო ა.წ. დემოკრატიის სარტყელის შექმნის, რისი მიზანიც რუსეთის დასუსტება და იქ არსებულ საბადოებზე გაბატონება იყო.

„ბოლო უკრაინელი არის ინსტრუმენტი, მიზანი კი რუსეთის დასუსტება, იქ არსებული რეჟიმის შეცვლა და წიაღისეულის უდიდეს საბადოებზე გაბატონება, რაც საშუალებას მისცემს „დიფ-სთეითს“ რუსეთის დასუსტების და დასავლეთის გაძლიერების.

დღეს „დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის გაჩერება ნიშნავს მისი გეგმების წყალში ჩაყრას. 2001-2002 წლებში პირველად გაჟღერდა იდეა რუსეთის გარშემო ე.წ. დემოკრატიის სარტყელის შექმნის. დაიწყეს ბალტიისპირეთის ქვეყნებით და გაგრძელდა სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი ე.წ. დემოკრატიის შუქურა - სააკაშვილი მთავარი მოთამაშე იყო ამ სარტყელში ამიერკავკასიის მხრიდან.

ყველაფერი მზადდებოდა იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გადასულიყო ყველაზე მწვავე, სამხედრო ფაზაში, სადაც უკრაინა იქნებოდა, საქართველო თუ მთლიანად აფეთქებული სამხრეთ კავკასია, თავისი მეორე ფრონტებით რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელობა არ ჰქონდა, 2022 წელს ევგენი პრიგოჟინის ბლიცკრიგი მოსკოვზე იმ თამაშის ნაწილი იყო, რომელსაც უნდა მიეყვანა კრემლი შიდა გადატრიალებამდე, თუმცა გეგმა ვერ განხორციელდა.

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო.

„დიფ-სთეითი“ ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი არ დასრულდეს. ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ამ გეგმის მილიტარისტული კომპონენტიდან უბრალოდ გამოდის, რაც გამოიხატება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაში. ტრამპის მთავარი მესიჯი არის ის, რომ მას სურს ამ ომის დასრულება, არ სურს ომის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდა და ბირთვული კომპონენტის შემოტანა.

რუსეთმა და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით ისეთი პრაქტიკა მიიღო, რომელიც არც ევროპას და არც მთლიანად მსოფლიოს დღესდღეობით არ აქვს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონ ერდოღანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე
ალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის
ვულოცავ აშშ-ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას
BMG, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ჩამოშლას ცდილობს, უცხოელებმა იყიდეს. როგორც ჩანს, მათ მავნებლობის გაგრძელება და უფრო მეტიც, მავნებლობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი ფულის ჩასხმა აქვთ მიზნად
დავით ჩიხელიძე მზია ამაღლობელის განაჩენზე: ოპოზიცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა შეშფოთებულა, თუმცა, კარგად იციან, რომ ამაღლობელმა რაც სამართალდამცველის მიმართ გააკეთა, ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადია
არქივი