გია აბაშიძე: უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 21 მარტი 2025, 13:17

უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! მათი ადვოკატირება ფუჭი და თანაზრახველობითი აქტივობაა შინ თუ გარეთ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, სამარცხვინო ნაცგზავნილი, რომ თითქოს ავადსახსენებელი 9 წელი უნდა დავივიწყოთ, არის კრიმინალთა პირდაპირი გამართლების უშანსო მცდელობა. მანვე აღნიშნა, რომ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ როგორც ჰიტლერის ნაციზმი არ დაივიწყა კაცობრიობამ, საქართველო არასდროს დაივიწყებს გარეწარ ნაცჩინოსანთა უმძიმეს დანაშაულებებს ერის წინაშე.

„უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! მათი ადვოკატირება ფუჭი და თანაზრახველობითი აქტივობაა შინ თუ გარეთ. საქართველოში აღარავის აინტერესებს ცალკეული დასავლური რაღაც ფარატინა რეზოლუციები და ე.წ. სანქციები. სამარცხვინო ნაცგზავნილი, რომ თითქოს ის ავადსახსენებელი 9 წელი უნდა დავივიწყოთ, არის კრიმინალთა პირდაპირი გამართლების უშანსო მცდელობა. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ როგორც ჰიტლერის ნაციზმი არ დაივიწყა კაცობრიობამ, საქართველო არასდროს დაივიწყებს გარეწარ ნაცჩინოსანთა უმძიმეს დანაშაულებებს ერის წინაშე!
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.
განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი.
ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე.
2015 წლის 28 მარტს, ნაცრეჟიმის მიერ ერთ-ერთ ნაწამებ და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ციხიდან დახსნილ ბიზნესმენს, ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. ქილერი გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ის, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს, სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი