ედიშერ გვენეტაძე: არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა "დიფ სთეითმა" მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით, ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე „ქილერის" ტყვიით მოკლულის შვილმა ბესო ხარძიანმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 21 მარტი 2025, 14:47

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილის, ბესო ხარძიანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ციხეში ხარძიანის წამების დეტალების შესახებ ისაუბრა.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, „ეს სისტემა დაამკვიდრა "დიფ სთეითმა" მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით საქართველოში. სადაც კრიმინალის ორგანიზებას უმაღლესი ხელისუფლება ახდენდა პენიტენციურ სისტემაში მომუშავე და იქ სასჯელის მოხდის პროცესში მყოფი ადამიანებით, რომლებიც კრებსით დამნაშავეებად აქცია თავად სისტემამ“.

მისი თქმით, ამ უსაშინელესი სისტემის შემოქმედ ავაზაკებს იცავს და თან ზედ ჰყვება დღევანდელი ევრობიუროკრატია თავისი ევროპოლიტიკოსებით.

„აი ეს არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა "დიფ სთეითმა" მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით საქართველოში. სადაც კრიმინალის ორგანიზებას უმაღლესი ხელისუფლება ახდენდა პენიტენციურ სისტემაში მომუშავე და იქ სასჯელის მოხდის პროცესში მყოფი ადამიანებით, რომლებიც კრებსით დამნაშავეებად აქცია თავად სისტემამ. ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე „ქილერის" ტყვიით მოკლულის შვილმა ბ-ნმა ბესო ხარძიანმა, რომელმაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას მოუთხრო თუ რა საზიზღარ მეთოდებს იყენებდნენ პატიმართა წინააღმდეგ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ლიბერალ-ფაშისტები. რაც მთავარია ამ უსაშინელესი სისტემის შემოქმედ ავაზაკებს იცავს და თან ზედ ჰყვება დღევანდელი ევრობიუროკრატია თავისი ევროპოლიტიკოსებით. აქედან გამომდინარე მკაფიოდ ჩანს თუ როგორ ეწვით კუდი თუ გინდ ამ საქმეების გამო ევრობიუროკრატებს“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი