მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
443 23 მარტი 2025, 22:36

გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 6:1 დაამარცხა - ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად, ჯვაროსნები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დავესწარი და ჩვენს ბიჭებს ვუგულშემატკივრე.

მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას.

წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომდევნო თამაშებში! მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას - წინ დიდი გამარჯვებებისკენ!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 სძლია და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი