ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
455 26 მარტი 2025, 15:28
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“, მათ გარედან მხარდაჭერაზე და დაფინანსებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ვერ ბედავენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩევლებს, გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ასეთი გაურკვეველი დამოკიდებულება ადასტურებს ერთადერთს, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არ გააჩნია, ამიტომ ისინი არიან გარე ძალებზე დამოკიდებული“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიციების ცვლილება დაიწყო. ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ალაპარაკდა, ნაწილს კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს. პაატა ზაქარეიშვილი კი ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მმართველმა გუნდმა არაერთხელ თქვა, რომ მათი ოპონენტები დაკვეთების მიხედვით იმოქმედებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი