ქადაგიძე „მთავარ არხს": თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო, ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, თქვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. აქციეთ საქილიკოდ თემა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
421 26 მარტი 2025, 20:37

ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ტელეკომპანია „მთავარ არხს" მიმართავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, „მთავარ არხში" მშვენივრად იციან, რომ ეს დახმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა, ვინაიდან მათთვის არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო და არც საქართველო არაფერს ნიშნავს, ამიტომ ეს თემაც საქილიკოდ აქციეს.

„ასეთი და ამდენი უსამშობლო როგორ შეიყარეთ ერთად?
განა არ იცით, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნაწილია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია?!
განა არ იცით, რომ ირიბად ეს ფინანსური დახმარება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ისტორიული მიწების არაღიარების პოლიტიკის?!
ცხადია იცით, მაგრამ თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო...
თქვენთვის ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, ძალაუფლების მიტაცების გარდა არაფერს აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ აქციეთ საქილიკოდ ის თემა, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო იქნებით მუდამ უმცირესობაში, გათიშულები ქართული საზოგადოებისგან - პოლიტიკურ სანაგვეზე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი