ზურაბ ქადაგიძე: შოუდ ქცეული ომის ტრაგედია, როდესაც საბრძოლო მოქმედებებსა და ბრძანებებს არა სამხედრო, არამედ ნაციონალური მოძრაობის პარტ-აქტივი ახორციელებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 27 მარტი 2025, 13:40

ვუსმენ საგამოძიებო კომისიას და ისეთი ბოროტება ცხადდება ჩვენს თვალწინ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. 2003-2012 წლებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიზანმიმართული შეთქმულება განხორციელდა. ექსპერიმენტად ქცეული ჩვენი საზოგადოება, რომელსაც „ლაბორანტად“ სააკაშვილი დაუნიშნეს, ყველა ბინძური მეთოდით ებრძოდა საქართველოს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ომის ვეტერანის, ლაშა ქოიავას მონათხრობს.

ქადაგიძის თქმით, შოუდ ქცეული ომის ტრაგედიაა, როდესაც საბრძოლო მოქმედებებსა და ბრძანებებს არა სამხედრო, არამედ ნაციონალური მოძრაობის პარტ-აქტივი ახორციელებდა.

„ვუსმენ საგამოძიებო კომისიას და ისეთი ბოროტება ცხადდება ჩვენს თვალწინ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

2003-2012 წლებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიზანმიმართული შეთქმულება განხორციელდა.
ექსპერიმენტად ქცეული ჩვენი საზოგადოება, რომელსაც „ლაბორანტად“ სააკაშვილი დაუნიშნეს, ყველა ბინძური მეთოდით ებრძოდა საქართველოს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის მოშლა, ვეტერანი და გამოცდილი ოფიცრების მასობრივი გაყრა უწყებიდან, დილეტანტებისა და ათასი რჯულის უსამშობლოს დაწინაურება მაღალ თანამდებობებზე შეცდომა არავის ეგონოს.

ეს იყო მზადება, ისეთი „ავანტიურისთვის“ რაც 2008 წლის აგვისტოს ომითა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა.

შოუდ ქცეული ომის ტრაგედია, როდესაც საბრძოლო მოქმედებებსა და ბრძანებებს არა სამხედრო, არამედ ნაციონალური მოძრაობის პარტ-აქტივი ახორციელებდა.

აქცია-ზეიმი უნდა მოეწყოთ ცხინვალში და მიხეილ სააკაშვილისთვის გვირგვინი უნდა დაედგათ, თუმცა არ გამოუვიდათ და თბილისში გვაზეიმეს წაგებული ომი, „მიშა მაგარიას“ ძახილით...
ვის ხელში იყო ჩავარდნილი საქართველო და კიდევ, რა უბედურებებს გვიქადდა რეალობა, ეს ნაძირალა ხროვა, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, კომისიას უსმინეთ და მიხვდებით“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი