ზურაბ ქადაგიძე ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის კვლევაზე: კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200 000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 30 მარტი 2025, 16:10

„ხალხის ძალის"“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, რომ მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ.

მისივე თქმით, "ენჯეოშნიკებში" იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, ცდილობენ გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა.

„ვერაფერს უხერხებენ პოლიტიკურ "სტატუს-კვოს" და ახალი სიგიჟე გამოაცხვეს. რომელიღაც " ვოუქერ", "სმარტ აბრევიატურის" მქონე ორგანიზაციას, კვლევა გააკეთებინეს და ხელისუფლების ამომრჩეველთა ფსიქო-სოციალური მდგომარეობა შეაფასეს.

კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ ))))

საკუთარ თავს უფრო აჯერებენ, ეს საცოდავები ალბათ, ან დონორებზე ნადირობენ - აი ასეთი პროფესიონალი გუნდი გვყავს, 20 კაცით, 1 200000 კაცის შეფასება შეგვიძლიაო...

თუმცა, უფრო სხვა პრობლემაა ამ "ენჯეოშნიკებში" - იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, რით გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა, იმას ცდილობენ.

იმის მაგივრად, რომ საკუთარი რეალობა და რადიკალური ოპოზიციის უუნარობა შეაფასონ, "ჟონგლიორობით" ცდილობენ, ხელისუფლების ამომრჩევლის მოგონილი ფსიქო-სოციალური მდგომარეობით ახსნან, მათთვის მიუღებელი "სტატუს-კვო".

არა და - ოპოზიციის ამომრჩეველი, რომ გამოეკვლიათ ჯერ და გაერკვიათ - რა აიძულებს ადამიანს, გვარამია და ზურაბიშვილი, მელია და ხაბეიშვილი, გუბაზი და სააკაშვილი ერთად აერჩიათ უფრო არ გაარკვევდნენ, რა განაპირობებს კოლექტიური ოპოზიციის ჭაობში ყოფნასა და მათ უნიათობას?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი