ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 31 მარტი 2025, 21:13

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრებით საფრანგეთის), რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, პანღურით უნდა იქნას გაგდებული საქართველოდან.

„ესენი გვესაუბრებიან პოლიტიკურ დევნაზე?! საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში: ბიზნესის რეკეტის, კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, მედია ტერორის, მკვლელობების, სამშობლოს დეკლარირებული ღალატისა და სხვა უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას, სასამართლოს წარმოებასა და დაკავებას, პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!

უკაცრავად და ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრებით საფრანგეთის), რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, პანღურით უნდა იქნას გაგდებული საქართველოდან.

სულ ცოტა, ღირსების საკითხია, რა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი