ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
615 02 აპრილი 2025, 00:37
საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზის მიხედვით წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ, - განაცხადა Galt&taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.

„წლის დასაწყისში გვქონდა საბაზისო სცენარით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და ახლა 6,8%-მდე გავზარდეთ. ის რაც იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა და ეს ტრენდი გაგრძელდა შემდგომ თვეებშიც, გამორიცხული არ არის კიდევ ზრდის მიმართულებით მოგვიწიოს გადახედვა ჩვენი პროგრესის. ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ამ ზრდისა იქნება მოხმარება, დადებითი იქნება ასევე ინვესტიციების კონტრიბუციაც“, - განაცხადა ქავთარაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზი 5%-დან 6,8%-მდე გაიზარდა. Galt&taggart-ი ეკონომიკურ პროგნოზს აკორექტირებს. დოკუმენტის მიხედვით, თებერვალში ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა, იანვარში კი 11,1%-ით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავის პროგნოზებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც დააკორექტირებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი