ხაზარაძის და მისი ე.წ. პარტიის მიზანია, თავიანთ ყველა ქმედებაში სახელმწიფოებრიობა დააკნინონ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დააკნინონ - დავალება აქვთ, სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა მაქსიმალურად მიაყენონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 02 აპრილი 2025, 00:41
არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო და საზოგადოება დააკვირდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაზე მთავარია, ზოგადად, ბატონი ხაზარაძის, მისი ე.წ. პარტიის - მისი თანამოაზრეების, პარტნიორების თუ ა.შ.  დამოკიდებულება, -  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, "ლელოს" ლიდერს და მის თანამოაზრეებს დავალება აქვთ, რაც შეიძლება დემონსტრაციულად, ყველა ქმედებით დააკნინონ სახელმწიფო და მაქსიმალურად მიაყენონ შეურაცხყოფა სახელმწიფო ინსტიტუტებს.

"ჩვენ არაერთხელ მოგვიხსენიებია ისინი, როგორც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მათი მიზანი არის ერთი, რომ მაქსიმალურად, ყველა თავიანთ ქმედებაში სახელმწიფოებრიობა დააკნინონ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დააკნინონ ღიად, ნათლად, დემონსტრაციულად. დავალება აქვთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად სახელმწიფო არ აღიარონ, სახელმწიფოს მიაყენონ შეურაცხყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს არის ამაზრზენი სანახავი, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება შენ სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინო და ეს ყველაფერი სახეზეა." -  განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი