ზურაბ ქადაგიძე: თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო - იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 03 აპრილი 2025, 19:07

დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა განაპირობა „ნაცების“ მიერ მათი დანაშაულების „გაპრავების“ მცდელობამ, რასაც 2012 წლიდან ვუყურებთ; მათმა გაგრძელებულმა დანაშაულებმა; მათ მიერ სახელმწიფოს პირდაპირმა, ღია ღალატმა; მათი აგენტურული ქსელის გაძლიერებამ; მათ მიერ ფინანსური თუ სხვა რესურსების აბსოლუტურმა მობილიზებამ სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის რამდენიმე მცდელობამ, რომელიც, ბოლოს, ომში ჩართვის ღია მოწოდებებით დაგვირგვინდა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს საქმეს და იმ კრიტიკულ და სამართლებრივ შეფასებას დადებს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დატოვებს, რაც სამაგალითო იქნება ყველასთვის, რათა ასეთი ბინძური კონგლომერატი არცერთმა თაობამ აღარ აირჩიოს.

„სწორედ ამ ყველაფერს ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ მათთან არანაირი კოჰაბიტაცია არ შეიძლება და ეს კოჰაბიტაცია მიზანმიმართულად შეაჩეჩეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს, რადგან მაშინ ამის ყველანაირი ბერკეტი ჰქონდათ. თუმცა, საბოლოოდ, დადგინდა, რომ ეს ადამიანები, კოლექტიური „ნაცები“, არც სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ, არც დანაშაულს აღიარებენ და უფრო მეტიც - პრეტენზია აქვთ, რომ ხელისუფლების სადავეებს დაუბრუნდნენ, საიდანაც აღვირახსნილ ძალადობას ახორციელებდნენ. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

საერთოდ, თავიდანვე არ მომეწონა, როცა დასაწყისში საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლის დანაშაულების განხილვა დაიწყო, რადგან კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. [ამიტომ, კარგია, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდა და 2012 წლის შემდგომ დანაშაულებსაც მოიცავს უკვე.] თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო - იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს და იმ კრიტიკულ და სამართლებრივ შეფასებას დადებს, რომელიც ამ ძალას ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დატოვებას. ეს კი სამაგალითო იქნება ყველასთვის, რათა ასეთი ბინძური კონგლომერატი არცერთმა თაობამ აღარ აირჩიოს“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი