ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს და ჩვენს მონდომებას დავიცვათ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი - დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 09 აპრილი 2025, 01:51
ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს და ჩვენს მონდომებას დავიცვათ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი - დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა,” - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითმყოფადობა და უნიკალური იდენტობა, არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი.

მისი თქმით, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

,,1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ პირველი რესპუბლიკის 26 მაისი დააკავშირა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ეროვნული ბრძოლის მთავარ დღესთან.

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი პირველ რიგში უდიდესი ტრაგედია იყო, ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით, დასახიჩრებითა და ტერორით.

სწორედ ამიტომ აირჩია ეს დღე ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოსთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის უკვდავსაყოფად. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს.

ყველა ტკივილი და ყველა სიხარული, ყოველი მარცხი თუ ყოველი გამარჯვება, შეცდომა და სწორი ნაბიჯი, გონიერება თუ უგუნურება, ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე, ათწლეულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით გუშინ და საით მივყავართ მომავალს.

საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითმყოფადობა და უნიკალური იდენტობა, არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი.

ამ მრწამსს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპიროდ იქცევა. სიბრძნე, გონიერება, მოთმინება, ძალის შეფასება და გაბედულება - ნიჭთა ეს ჩამონათვალი ღმერთმა ყველას არ მიანიჭა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება.

ვისი გზაა მართებული და უკეთესი, ამას წყვეტს ქართველი ხალხი პირდაპირი დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება. ჩვენ არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება.

ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, ჩვენს მცდელობას და ჩვენს მონდომებას დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი.

დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი